მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ბავშვთა მე-11 საერთაშორისო ფესტივალში „მოდით შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ" მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც უკრაინაში, „არტეკის" საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაიმართება.

დევნილი მოზარდები უკრაინაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამთენიისას გაემგზავრნენ. ბავშვები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა თეიმურაზ მაისურაძემ  გააცილა.

ფესტივალზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მსოფლიოს ხალხთა კულტურას და თავად წარმოაჩინონ საქართველოს კულტურული ტრადიციები. ბავშვები ასევე ჩაერთვებიან ერთა ლიგის მესამე გენერალური ასამბლეის მუშაობაში, სადაც მსოფლიოს მრავალ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში ბავშვთა უფლებებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.