მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ „ჩვენებურების“ ფარგლებში კონცერტებს იტალიაში გამართავს

„ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის გიული ალასანიას ინიციატივით, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ „ჩვენებურების" ფარგლებში იტალიაში კონცერტებს გამართავს. პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იტალიის ქართული დიასპორის  მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები დაგეგმილია რომში და კალაბრიაში. ფესტივალზე შესრულდება თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები, როგორც ევროპელი მსმენელისთვის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ „ჩვენებურებში" მონაწილეობის მისაღებად დღეს გამთენიისას გაემგზავრა. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა თეიმურაზ მაისურაძემ გააცილა.