საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში „ფერმერის დღე" აღინიშნა. ღონისძიების მიზანი საქართველოში ფერმერთა საქმიანობის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფერმერებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
„ფერმერის დღე"-ზე ასევე, მეფუტკრეობის პროდუქციის ფართო ასორტიმენტით წარმოდგენილი იყო დევნილ მეფუტკრეთა მიერ ჩამოყალიბებული კოოპერატივი „კოდორი 20015". რომელთა სტენდმაც სტუმართა დიდი ინტერესი გამოიწვია. ისაუბრეს კოოპერატივის სამომავლო გეგმებზე და ამ სექტორში დევნილთა უფრო ინტენსიური ჩართულობის პერსპექტივებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფერმერებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ფერმერთა დღეს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია ესწრებოდა.