მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა საშობაო საჩუქრები მიიღეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით, ქ. თბილისის მასშტაბით კომპაქტურ ჩასახლებებში (მუხიანის №174 ბაგა-ბაღი, დიღმის ლოკომოტივის ბაზა, აღამშენებლის №138, ნუცუბიძის 2 მკ/რნ, ვარკეთილის მასივი) მცხოვრებ 200-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრები დაურიგდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცა.

საქველმოქმედო აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, საჩუქრებს თბილისსა და რეგიონის სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი ბავშვებიც მიიღებენ.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.