მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივითა და ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულმა დევნილმა ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს. 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის რაიონ სოფელ ფოცხო-ეწერსა და ზღვაიას დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებს სტუმრობდნენ. აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრებ 130-მდე ბავშვს საჩუქრები გადაეცა. საჩუქრებს ასევე მიიღებს სოფელ ჯვარის დევნილთა საბავშო ბაღი ,,ცხუმი"-ს 65 აღსაზრდელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საჩუქრებს სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილი ბავშვებიც მიიღებენ.

ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მსგავს ღონისძიებებს რამოდენიმე წელია ახორციელებს.