აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით საჩუქრები ყრუ-მუნჯთა კავშირი „ჰერას" 72 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ონკოლოგიური საავადმყოფო „ბერი ანდრიას სახელობის ფონდი"-ს 21 ბავშვს გადაეცა.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" საჩუქრები ასევე ქაიროს, ქინძმარაულის, გუდამაყრისა და სასტუმრო ბახტრიონის კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებმა 230-მდე ბავშვმა მიიღო.
ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მსგავს ღონისძიებებს რამდენიმე წელია ახორციელებს.