![](https://abkhazia.gov.ge/uploads/news/1552762305366053511.jpeg)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა.
დღესვე 3 დაღუპული დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.