აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, დევნილი ბავშვებისათვის საჩუქრების დარიგება გრძელდება. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საჩუქრები კოდორის ხეობიდან დევნილი ბავშვებისათვის თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროსა და სოფელ ქვემო ბოლნისში დარიგდა.
პარალელურ რეჟიმში საჩუქრები გადაეცათ თბილისში, წერეთლის №130-ში, თევდორე მღვდლის №13-ში, ორხევის დასახლების, საგარეჯოს რაიონის, დმანისისა და ქუთაისის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს.
საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. საჩუქრები ბავშვებისათვის ფონდმა „კეთილი სამარინელი საქართველოში" გამოყო.