აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. თბილისში, მუხიანის II მ/რ, კორ. 33 - ყოფ. „ოპტიკა" და მუხინის II მ/რ, კორ. 32 - ყოფ. „პროფ. ტექნიკუმ"-ში ჩასახლებულ 100-მდე დევნილს მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის დევნილი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფი ატარებდა.
სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გენადი გადელია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფასო სამედიცინო გამოკვლევებს სხვა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ობიექტებშიც გეგმავს.