აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი 400-მდე ქალბატონი დაესწრო, მათ შორის თბილისში მცხოვრები აფხაზი ქალბატონები.
თეატრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი სპეციალური პროგრამით წარსდგა. ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდული კაპელას მიერ შესრულდა თანამედროვე საგუნდო და საესტრადო მუსიკალური ნაწარმოებები.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.