აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები აფხაზური ენის გაკვეთილს და სკოლის მოსწავლეების მიერ აფხაზურ ენაზე შესრულებულ ლიტერატურულ პერფორმანს დაესწრნენ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სკოლას საჩუქრად წიგნები, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რუკები და სპორტული ინვენტარი გადასცა. რუსლან აბაშიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფერიის საჯარო სკოლას აფხაზური ენის პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
დღესვე ქალაქ ბათუმში ლეონიძის №15-ში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მაკდონალდსში უმასპინძლა.