აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის გამოჩენილი სპორტსმენების ფოტოგამოფენა და წიგნის - „აფხაზეთის სპორტი“ პრეზენტაცია გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები.
ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.