აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ აფხაზეთის საზოგადოებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, რწმენას სიკეთისადმი და სულის სიმხნევეს, რაც საქართველოს ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო მუდამ.
განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო სადღესასწაულო დღეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპაციის პირობებში გიწევთ ცხოვრება, ყოველი ჩვენთაგანის ვალია გამოვავლინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, აღვადგინოთ ნდობა, ერთიანი ძალებით შევეცადოთ უკეთესი მომავლის შექმნა.
ვისურვებდი, რომ დამდეგი 2020 წელი ყოფილიყოს, ერთობის და მშვიდობის, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის წინსვლის გარანტი იქნება.