მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
დედაენის კვირეულის დახურვა მამხუთის აზერბაიჯანულ სკოლაში მოეწყო

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრი „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით, პროექტის „ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული" ფარგლებში, დედაენის კვირეულის დახურვა გაიმართა. ღონისძიებას ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. საღამოზე მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები და საქართველოს კუთხეების ადათ-წესებზე შექმნილი ფოლკლორი წარმოადგინეს. ღონისძიების პარალელურად მოეწყო ბავშვების ნახატების, ასევე აფხაზეთის ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

საღამოს დასასრულს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დედაენისადმი მიძღვნილი კვირეული 14 აპრილს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მოანაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, სოფელ მამხუტის, სოფელ ვარიანის, არქევანის საჯარო და კახის რაიონის (საინგილო) სკოლის მოსწავლეებმა.

ღონისძიებას აფხაზეთის უამღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხმალადინ სმაილოვი დაესწრნენ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხელის" მხარდაჭერით განხორციელდა.