კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამა განახორციელოს.
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.