აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
სურსათი ასევე კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გადაეცემათ.
შიდა ქართლის რეგიონში აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.