მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები გლდანში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, რომელიც კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო რამდენიმე დღეა კარანტინში იმყოფება. მთავრობის წარმომადგნელებმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ასევე 5-9 წლამდე ასაკის 19 მოზარდს „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ მიერ გადმოცემული სასაჩუქრე ყუთები დაურიგდათ.