მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულდა გლდანის (27 ობიექტი), დიდუბის (16 ობიექტი) და ნაძალადევის (7 ობიექტი) რაიონებსა და დაბა წყნეთში (28 ობიექტი). მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისის ყველა დარჩენილ რაიონში ჩატარდება. სამუშაოებს სსიპ  „აფხაზეთის   გარემოს, გეოლოგიის  და  მინერალური  რესურსების  სააგენტო“ ახორციელებს.