მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ფოთში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ფოთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს. სასურსათო დახმარება ფოთში მცხოვრებმა 432 დევნილმა მიიღო.

სასურსათო აქციის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგიონში დახმარებას 3000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.