აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა დახმარების ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.
ღონისძებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს წარმომადგენელი დავით ძალამიძე და დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე მონაწილეობდნენ.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში (თელავი, გურჯაანი, საგარეჯო) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტი დაურიგეს.