მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
20 ივნისი ლტოლვილთა/იძულებით ადგილნაცვალთა საერთაშორისო დღეა

„20  ივნისი გაეროს  მიერ  ლტოლვილთა  მსოფლიო  დღედ  არის  გამოცხადებული. დღევანდელ  დღეს,  საერთაშორისო  დონეზე, განსაკუთრებული  ყურადღება  ექცევა  იმ  კატეგორიის  ადამიანებს,  რომელთაც  საკუთარ  თავზე   უსამართლობა,  საკუთარი საცხოვრებელი  ადგილებიდან  განდევნა  და  საერთაშორისოდ  აღიარებული  ნორმების  დარღვევა   გამოსცადეს. 

ამ დღეს,  მთელი  ცივილიზებული  სამყარო განსაკუთრებით  ხაზს უსვამს  დევნილი  და  იძულებით  გადადგილებული პირების  უფლებების  დაცვის  და  სამართლიანობის  აღდგენის აუცილებლობას. 

საქართველოს  ხელისუფლების პოლიტიკა  მიმართულია  სწორედ  სამშვიდობო  ინიციატივების  განხორციელებაზე,  თავიანთ  საცხოვრებელ  ადგილებში  დევნილთა  უსაფრთხო  და  ღირსეულ  დაბრუნებაზე.  

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობა უერთდება  საერთაშორისო  საზოგადოების  განწყობას  და  საქართველოს  ხელისუფლების მიდგომას  დევნილთა  პრობლემების  მოგვარების  მცდელობებთან  დაკავშირებით  და იმედოვნებს,  რომ  ერთობლივი  ძალისხმევით,  არსებული სამშვიდობო პოლიტიკის პირობებში   საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენების მეშვეობით, შესაძლებელი  იქნება   უსამართლობის  დარეგულირება და  სამართლებრივი სტატუს  ქვოს  აღდგენა“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.