აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ საფრანგეთის აღმშენებლობაში, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება.
მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მთელი გულით ვუერთდები ფრანგი ხალხის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
რუსლან აბაშიძე