მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბათუმის წამომადგენლობაში გაიმართა. დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტებისა და პროგრამების შესახებ რომელიც აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ასევე, იმსჯელეს იმ პრობლემურ საკითხებზე რომელთა მოგვარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უშუალო ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობით იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.