მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე  აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა  მიიღეს  მონაწილეობა.

გამარჯვებულები თასებითა და მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისადმი პატივის მიგება და მათი სახელების უკვდავყოფა.