აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ვახტანგ ყოლბაია თბილისში, აეროდრომის დასახლება ქუჩა №11- ში კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტს ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილი II ჯგუფის ინვალიდები, ომის ვეტერანები, მარჩენალ-დაკარგული და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, სააღდგომო საჩუქრები გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
საჩუქრები დაურიგდათ აეროდრომის დასახლება ქუჩა №11- ში (მე-3 და მე-5 კოპრუსი) და ქინძმარაულის ქუჩა № 10- ში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს.
სააღდგომო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. აქციის მხარდამჭერები არიან კომპანიები: „გაგრა +", „მითანა", „ხარება", „თელიანი ველი", „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „კანი" და „კოკა-კოლა".