მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს მომავალი პარკის კონცეფცია გააცნო. ახალი პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარ ფართობზე გაშენდება, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ტერიტორიაზე შეიქმნება მწვანე სივრცე და მოეწყობა გასართობი და დასასვენებელი ზონები,  სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნებათ.

პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.