აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. ტურნირი 1998-2000 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 300-მდე სპორტსმენმა, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს.
აფხაზეთის ღია პირველობის მიზანია თავისუფალი ჭიდაობის პოპულარიზაცია და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა.
ტურნირი 10-12 მაისს თბილისის საჭიდაო კომპლექსის დარბაზში მიმდინარეობდა. შეჯიბრის ფინალური შეხვედრებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ვახტანგ ყოლბაიამ თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.