მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. ტურნირი 1998-2000 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 300-მდე სპორტსმენმა, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს.

აფხაზეთის ღია პირველობის მიზანია თავისუფალი ჭიდაობის  პოპულარიზაცია და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა.

ტურნირი 10-12 მაისს თბილისის საჭიდაო კომპლექსის დარბაზში მიმდინარეობდა. შეჯიბრის ფინალური შეხვედრებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ვახტანგ ყოლბაიამ თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.