აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სასურსათო პროდუქტები გადასცა. ღონისძიებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი მონაწილეობდა.
სააღდგომო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვანებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.
სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით პროგრამით განსაზღვრულ კატეგორიებზე მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.