მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ და ლევან თევზაიამ ინგირში თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“ დაათვალიერა, სადაც 80-მდე აფხაზეთიდან დევნილია დასაქმებული.
 
საწარმოს დირექტორმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს საქმიანობის სრული პროცესი გააცნო, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს.
 
საწარმო, წელიწადში 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს.
 
რუსლან აბაშიძემ და ლევან თევზაიამ თხილის საწარმოს მიმდებარედ, ლურჯი მოცვის სამაცივრე მეურნეობაც დაათვალიერეს და ამ მეურნეობაში დევნილთა დასაქმების შესაძლებლობებიც განიხილეს.