მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სამეცნიერო ფორუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ და მოხსენება გააკეთეს კონფლიქტის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

სამეცნიერო ფორუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აფხაზთა და ქართველთა შორის მშვიდობისა და ერთიანობის ნიშნად პალმის ხე დარგეს.