აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
პედაგოგებს მიესალმნენ და მასწავლებლის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები კუკური ციმინტია, ეთერ ვიბლიანი, გოგი ქალდანი, ელენე ოდიშარია, ნუნუ სოტკილავა და ლეილა ჯავახიშვილი, ასევე, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2021 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები თამარ შერვაშიძე (აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა), ნონა დგებუაძე (აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა) და ზურაბ მიქაია (ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა) სამინისტროს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კოკა ბერაიას და ვახტანგ ნოღაიდელს დიპლომები გადაეცათ.