აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები, 2018 წლის ოქტომბერი-დეკემბერი (კრებსი)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისსაგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები2018 წლის ოქტომბერი-დეკემბერი (კრებსი) 

27 დეკემბერი2018 

შინაარსი

1.შესავალი

2. ე.წ. აფხაზეთის  ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური  აქტივობები

3.ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო-ეკონომიკური აქტივობები

4.სხვადასხვა ღონისძიებები(ძალოვანი სფერო,  ჯანდაცვა,  ტურიზმი,  განათლება,  მეცნიერება, კულტურა, სპორტი)

1.  შესავალი

2018 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო-პოლიტიკური და საგარეო ეკონომიკური  აქტივობებისა და კონტაქტების გეოგრაფია ძირითადად უცვლელი დარჩა. მთავარ ფიგურანტად, ცხადია,   ისევ  რუსეთის ფედერაცია გვევლინება,  აქტიურობა ფიქსირდება აფხაზეთსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის,  გამოიკვეთა  კონტაქტები  უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან- დონეცკისა და ლუგანსკის „ სახალხო" რესპუბლიკებთან, ყირიმთან, ,ასევე ოკუპირებული აფხაზეთით  დაინტერესება იტალიელ მეწარმეთა მხრიდან,           როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის დაჟინებული ყურადღების ცენტრში არის მოქცეული  ოკუპირებული აფხაზეთის საშინაო თუ საგარეო საკითხები. . ამ პერიოდში გახშირდა მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების  საქმიანი ვიზიტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე.  სექტემბრის ბოლოს, აფხაზეთის ომში „გამარჯვების"  25 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად  აფხაზეთში ჩასული იყვნენ რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები-ბელარუსისა და  რუსეთის კავშირის საპარლამენტო კრების პასუხისმგებელი მდივანი სერგეი სტრელჩენკო,  პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე სერგეი ბაბურინი , ასევე, რუსეთისგან ხელდასმული დონეცკის „ სახალხო რესპუბლიკის" დელეგაცია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ე.წ. საგარეო საქმეთა  მინისტრი დიმიტრი მედოევი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებიც  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდნეტმა  რაულ ხაჯიმბამ მიიღო. შეხვედრებზე, ცხადია „ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე" გაიმართა საუბარი. ამავე  დროს , აფხაზმა ე.წ. დეპუტატებმა და რუსმა პარლამენტარებმა რუსეთის მოქალაქეობის  მიღების გამარტივების საკითხი განიხილეს.

ოქტომბრის თვეში რუსეთის მაღალჩინოსნების ხელშეწყობით ქ.სოხუმში საპარლამენტთაშორისო გაერთიანება „ აფხაზეთის მეგობრების ლიგა" დაფუძნდა, რომელშიც სირიის, ბულგარეთისა და  ბელარუსის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ლიგის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი „ყველაფერს გააკეთებენ აფხაზეთის რესპუბლიკის ცნობადობის ხარისხის ამაღლებისა  და   ფართო აღიარების მისაღწევად".

ამავე პერიოდში რუსეთის წარმომადგენლებმა  ოკუპირებული აფხაზეთისგან  დონეცკისა და ლუგანსკის  „სახალხო რესპუბლიკების" აღიარება მოითხოვეს.

შესაბამისი განცხადებები რუსმა დეპუტატებმა სოხუმში, აფხაზ კოლეგებთან გაფართოებულ შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთეს, რაც აფხაზური მხარე დაინტერესდა, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში რაიმე სიახლე რუსეთის მიერ აფხაზეთის  საერთაშორისო აღიარების კუთხით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართულებით.

საპასუხოდ რუსმა დეპუტატებმა აფხაზ კოლეგებს ჯერ მოსკოვის საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილების აუცილებლობაზე მიანიშნეს და ამ მხრივ ცხინვალის ე.წ.  ხელისუფლებისთვის მიბაძვა ურჩიეს.

ანუ, რუსეთმა  პირდაპირ უთხრა აფხაზეთს, რომ, რადგან მან თავის დროზე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ისინიც მზად უნდა იყვნენ რუსეთის ინტერესების სფეროში მყოფი  დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს  ეს რესპუბლიკები ჯერ არ „უღიარებია".

ამ საუბრიდან მცირე ხნის შემდეგ 14 ნოემბერს აფხაზურმა მხარემ მითითებული მიმართულებით "მოძრაობა" დაიწყო. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი კვარჭიამ  დენის პუშილინსა და ლეონიდე პასეჩნიკს დონეცკისა და ლუგანსკის  „სახალხო რესპუბლიკების" ხელმძღვანელების პოსტებზე არჩევა მიულოცა, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კი 18 ნოემბერს ქ. სოხუმში სტუმრად მყოფი ყირიმის  ე.წ. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მურადოვი მიიღო. 21 ნოემბერს აფხაზეთის  ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მონაწილეობა მიიღო ე.წ. დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელის დენის პიშულინის  ინაუგურაციაში.

 ამ ქმედებებით, აფხაზეთის  სეპარატისტულმა ხელისუფლებამ    თავის სტრატეგიულ მოკავშირესა და პარტნიორს უჩვენა, რომ მზად არის  მის მიერ მიცმული „ საშინაო დავალების"  შესასრულებლად.

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ  ორივე მხარემ რამდენიმეჯერ   განახორციელა ვიზიტები როგორც სირიაში, ასევე აფხაზეთში. ხელი მოეწერა შეთანხმებებს  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. ნოემბრის თვეში კი ჯერ სირიის პარლამენტმა მოახდინა ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება, დეკემბრის დასაწყისში  კი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა.

რამდენიმე დღეშიოკუ­პი­რე­ბუ­ლიაფხა­ზე­თისე.წ. პრე­ზი­დენ­ტმარაულხა­ჯიმ­ბამრუ­სულმე­დი­ას­თანსა­უ­ბარ­შიგანაცხადარომაფხა­ზეთ­შიდა­ახ­ლო­ე­ბით 700-800 სი­რი­ე­ლილტოლ­ვი­ლიმი­ი­ღესდაახლამათიადაპ­ტა­ცი­ისგზებ­ზემსჯე­ლო­ბენ.

"700-800 ადა­მი­ა­ნისდა­ბი­ნა­ვე­ბადა­წყე­ბუ­ლია... სი­რი­ე­ლიახალ­გაზ­რდე­ბისნა­წი­ლი, ვინცახლააფხა­ზეთ­შიცხოვ­რობს, სწავ­ლობსკი­დეც. სხვე­ბისხვა­დას­ხვასფე­რო­შიდა­საქმდნენ. ზოგითვით­და­საქ­მე­ბუ­ლია, ზოგიმი­წათ­მოქ­მე­დე­ბითდა­კავ­და. ისი­ნიად­გი­ლობ­რივმო­სახ­ლე­ო­ბას­თანინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბიარი­ან" - ამ­ბობსხა­ჯიმ­ბა.

ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ria.ru-სთვისმი­ცე­მულ­მაინ­ტერ­ვი­უმად­გი­ლობ­რი­ვიმო­სახ­ლე­ო­ბისაღ­შფო­თე­ბაგა­მო­იწ­ვია. მათითქმით, მო­სახ­ლე­ო­ბისთან­ხმო­ბისგა­რე­შემსგავ­სიგა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბისმი­ღე­ბაარცუნდახდე­ბო­დეს.

"რომარა­ფე­რივთქვათსწავ­ლა­სადადა­საქ­მე­ბა­ზე, სა­დაცჩვე­ნიპრე­ზი­დენ­ტიძა­ლი­ანამაზ­რზე­ნადიტყუ­ე­ბადათვალ­შინა­ცარსგვაყ­რის, არ­ცერთუწყე­ბა­შისი­რი­ე­ლისდა­საქ­მე­ბისშე­სა­ხებინ­ფორ­მა­ციაარგავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რად­განმათარცაფხა­ზუ­რიიცი­ანდაარცრუ­სუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რითავ­ზესაყ­რე­ლა­დაცრომიყოს, ვერდა­ა­საქ­მებ­დნენ. მი­წა­ზემუ­შა­ო­ბისმცდე­ლო­ბაშე­საძ­ლოაჰქონ­დათ, თუმ­ცაჩვე­ნიმენ­ტა­ლო­ბის, კულ­ტუ­რი­სადაცხოვ­რე­ბისწე­სისგან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­დანგა­მომ­დი­ნა­რე, ასეად­ვი­ლადვერცამსაქ­მესგა­არ­თმევ­დნენთავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, სადდარო­დისნახაპრე­ზი­დენ­ტმახა­ჯიმ­ბამსი­რი­ე­ლილტოლ­ვი­ლიმან­და­რინსკრეფ­დესანსი­მინ­დიმო­ეყ­ვა­ნოს?..."- ამ­ბობსად­გი­ლობ­რი­ვილამა­რავო­უ­ბა.

სხვე­ბისთქმით, რამ­დე­ნი­მეათე­უ­ლისი­რი­ე­ლი "რუს­მადააფხაზ­მახელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" პი­ა­რის­თვისმარ­თლაცჩა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცაენისბა­რი­ე­რი­სადაწი­ნა­პი­რო­ბე­ბისარ­ქო­ნისგამო, აფხა­ზეთ­შიცხოვ­რე­ბისგაგ­რძე­ლე­ბავერშეძ­ლესდარამ­დე­ნი­მეთვე­შიუკანწა­ვიდ­ნენ... ისე­თიშემ­თხვე­ვაცკიიყო, რომომ­გა­მოვ­ლილ­მასი­რი­ელ­მამი­ღე­ბუ­ლისტრე­სისშემ­დეგ, აფხა­ზე­თისუმ­ძი­მე­სირე­ა­ლო­ბავერგა­და­ლა­ხადათავიმო­იკ­ლა," - წე­რენაფხა­ზე­ბი, რომლებიც აშკარად სკეპტიკურად უყურებენ აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების ადაპტაციის  საკითხს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიამ­ბობ­ენ, რომმათისი­რი­ე­ლებ­თანინ­ტეგ­რა­ციარა­დი­კა­ლუ­რადგან­სხვა­ვე­ბუ­ლიმენ­ტა­ლო­ბისგამოვე­რას­დროს ვერ მოხ­დე­ბა.

"გა­სა­გე­ბია, რომმშვი­დო­ბი­ა­ნიმო­სახ­ლე­ო­ბაა, მაგ­რამევ­რო­პა­ში, და­ლა­გე­ბულქვე­ყა­ნა­ში "ავერ­ბოვ­კე­ბენ" მათ, სა­დაცსა­ხელ­მწი­ფოუსაფრ­თხო­ე­ბაუპირ­ვე­ლე­სია, აქკითითოოჯახ­შილა­მისერთიპა­ტა­რასა­ხელ­მწი­ფოსსაკ­მა­რი­სიია­რა­ღისარ­სე­ნა­ლიადავინ­მეგა­ა­კონ­ტრო­ლებს, ხვალდაზეგრამოხ­დე­ბა? 90-იანიწლე­ბისშემ­დეგერ­თმა­ნე­თისხოც­ვაარშეგ­ვი­წყვე­ტიადაახლასი­რი­ე­ლე­ბიდა­ვიხ­მა­როთ," - წერსვან­დაინალ-იფა.

 სირიელი, იორდანიელი, თურქეთში მცხოვრებნი  აფხაზების ჩამოსახლებით სეპარატისტული ხელისუფლება ცდილობს  დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას და მეორეც აღმოსავლეთ აფხაზეთის დეპრესიულ რაიონებში  ქართველების მიერ დატოვებულ სახლებში  მუჰაჯირთა შთამომავლების ჩასახლებას , რაც მათი აზრით, სავსებით სამართლიანი და მისაღებია.

ამ პერიოდში  აფხაზური ხელისუფლება ისევ აგრძელებდა აქტივობებს სხვადასხვა საერთაშორისო მოედნებზე აფხაზეთის ცნობადობის  ხარისხის ამაღლების მისაღწევად, რასაც მოწმობს 15 ოქტომბერს  რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ქ. სოჭში ჟურნალისტთა ფორუმის მონაწილეებთან,  16 ოქტომბერს აფხაზი პარლამენტარების მონაწილეობა ქ. მოსკოვში  ახალგაზრდა პარლამენტართა პირველ საერთაშორისო კონგრესში, აფხაზურ-აბაზური მსოფლიო კონგრესის დელეგაციის ჩასვლა  თურქეთში  მცხოვრებ დიასპორასთან,  18 ოქტომბერს,  გერმანიაში აფხაზეთის ე.წ.  სრულუფლებიანი წარმომადგენლის ხიბლა ამიჩბას მონაწილეობა  ბერლინში კონფლიქტის თემაზე გამართულ კონფერენციაში, ასევე, ხიბლა ამიჩბასა და გერმანიაში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების- ვალენტინა მაანისა და  რინანა სარიას  კაპბას მონაწილეობა ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ დიდი ქალაქები, მცირე ენები", სადაც ბერლინში  მცხოვრები ხალხების ენების რუქაზე აფხაზური ენაც იქნა დაფიქსირებული.

  ნოემბრის თვეში ქ. სოხუმში ე.წ. საპარლამენტთაშორისო გაერთიანება «აფხაზეთის მეგობრების ლიგის" პირველი  სხდომა გაიმართა, რომელშიც რუსეთის, სირიის, ბელარუსისა და ბულგარეთის წარმომადგელებმა მიიღეს მონაწილეობა. დეკემბრის დასაწყისში კი  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული „ახალგაზრდა დიპლომატთა საბჭოს" წევრებმა მონაწილეობა მიიღეს  ქ. სანკტ-პეტერბურგში  გამართულ საერთაშორისო  ახალგაზრდულ ფორუმში და სხვ. ყველა ამ ღონისძიებაზე ოკუპირებული  აფხაზეთიდან გაგზავნილი წარმომადგენლების მთავარ მისიას შეადგენდა „აფხაზეთის ცნობადობის ამაღლება" და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გავრცელება მისი გაყალბებული  ისტორიის,   ბუნებრივი თავისებურებებისა და ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო  პოტენციალის შესახებ.

 ეს ხაზი გრძელდებოდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებშიც, სადაც გარდა ცნობადობის ხარისხის ამაღლებისა და  აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" მაღიარებელი ქვეყნების რაოდენობის გაზრდისა, უმთავრესი ყურადღება ექცეოდა უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას აფხაზეთით და მათი ინვესტიციების მოზიდვას  ეკონომიკის  ასაღორძინებლად. ამ მიზნით სეპარატისტული ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებდა  რუსეთის ფედერაციასა და  საზღვარგარეთ გამართულ  სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებს.

 კერძოდ, აფხაზურმა მხარემ მონაწილეობა მიიღო  ქ. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ რუსეთის ენერგეტიკული კვირეული-2018"(04.10.18)

აფხაზეთის  ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი  დაურ არშბა მონაწილეობდა  ქ. მოსკოვში  გამართულ აგროსამრეწველო გამოფენაზე  აფხაზეთის პავილიონის გახსნაში (10.10.18)

-აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ ქ. მოსკოვში ფორუმი „ ღია ინოვაციები" დაათვალიერა (19.10.18)

ქ. სოხუმში  კულტურულ-საქმიან ცენტრ „დომ მოსკვიში"  რუსი ექსპერტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე:"ახალი ბაზრები და ტექნოლოგიები, როგორც შესაძლებლობები სახელმწიფოთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობისათვის" (05.11.18) და სხვა.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული ზემოთ დასახელებული აქტივობები და კონტაქტები მიუთითებს, რომ რუსეთი ცდილობს მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი მუდმივად მასზე დამოკიდებულ მდგმარეობაში ამყოფოს და ზეგავლენა მოახდინოს როგორც აფხაზეთის საშინაო საქმეებზე, ასევე, საგარეო მიმართულებებზე.

ამ მხრივ  ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენს  რუსეთის მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული ღონისძიება  „აფხაზეთ-რუსეთის საქმიანი ფორუმი", რომელიც წელს, ოქტომბერში  მეცხრეჯერ გაიმართა.

 რუსეთის წარმომადგენლები უკვე მერამდენე წელია ცდილობენ, აღნიშნულ ფორუმზე ძალით გაათრიონ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების  გაყიდვის შესახებ კანონის მიღების საკითხი, რასაც აფხაზური მხარე, შეიძლება ითქვას, შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევს. მიმდნარე წლის ოქტომბრის თვეში გამართულ საქმიან ფორუმზე რუსული მხარე  ისევ შეეცადა ეს  თემა გაეაქტიურებინა და   სასურველი შედეგისთვის მიეღწია..

ამასთან, ამ ფორუმზეც, როგორც წინა ფორუმებზე, რუსი ექსპერტები მიუთითებდნენ, რომ  აფხაზეთში ინვესტიციებისშემოსვლისთვის აუცილებელია კანონით დაშვებულ იქნას უძრავი  ქონების  რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვა, სხვანაირად არც ერთი ინვესტორი აფხაზეთში ფულს არ ჩადებს.

იმ დროს, როცა  სოხუმში „საქმიანი ფორუმის" მუშაობის ფარგლებში რუსი მაღალჩინოსნები ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მათთვის ხელსაყრელი კანონის მიღებაზე „ევაჭრებოდნენ",  აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა ასლან  კობახიამ  „ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში აღნიშნა:

   „უძრავი ქონების გაყიდვის საკითხი და, ასევე,  სხვა პრობლემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, შიდა საკითხებია.  მე მინდა  განვაცხადო იმ  ადამიანების გასაგონად,  რომლებიც  ცდილობენ გარედან რაღაც გვირჩიონ ამ საკითხთან დაკავშირებით და, ამასთან,  ძალზე არაკორექტული ფორმით: ეს მათი საქმე არ არის. ეს აფხაზური საზოგადოების საქმეა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები, და აფხაზური საზოგადოება, ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით განსაზღვრავს- რა და როგორ მოხდეს. დღეისათვის  ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პოზიცია  გვაქვს.

   ჩვენთან უძრავი ქონების ბაზარი ძალზე მწირია, პატარაა. მეორეც: ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გარედან თავს მოგვახვიონ  ეს საკითხი, შესანიშნავად აცნობიერებენ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უცებ ჭკუიდან გადავალთ და  უძრავი ქონების  ბაზარს  გავხსნით...

   ჩვენი საზოგადოება ძალიან ღარიბია, როგორც კი  გავხსნით უძრავი ქონების ბაზარს, ჩვენ ამით უბრალოდ გავაძევებთ  ჩვენს მოქალაქეებს ამ ბაზრიდან. ჩვენი  მოქალაქეები კონკურენტუნარიანები არ იქნებიან. ამას ჩვენ უკვე მრავალი წელია  ვეუბნებით ჩვენს  „კეთილისმყოფლებს", რომლებიც რჩევებს გვაძლევენ. ჩვენ  არავის რჩევა არ გვჭირდება.   არავისგან არ გვესწავლება, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. რომელიღაც დეპუტატი ჩამოდის და ნაჩქარევ  რჩევებს გვაძლევს , ისე , რომ  საქმის არსი კარგად არ ესმის, რა უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია...მიწისა და საკუთრების [უცხოელებისთვის მიყიდვის დაშვების] საკითხი არ განიხილება, რადგან 1) ასეა გაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში და 2) ეს ჩვენი შიდა საკითხებია!"-განაცხადა კობახიამ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მ.წ.  ნოემბრის თვეში აფხაზეთში  იტალიელ მეწარმეთა დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც შედიოდნენ ღვინის, სამშენებლო მასალების, ავეჯის, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლები.

იტალიელი მეწარმეები დაინტერესდნენ საინვესტიციო გარემოთი, სამეწარმეო საქმიანობის  სხვადასხვა სფეროში საგადასახადო პირობებით  და აფხაზური ეკონომიკის  თავისებურებებით.  ოკუპირებულ აფხაზეთში იტალიელ მეწარმეთა ჩასვლას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.-აღნიშნავს აფხაზური მედია.

აფხაზეთის ეწ. მინისტრთა კაბინეტში, ასევე,  გაიმართა  ოკუპირებული აფხაზეთისა და  ყირიმის „რესპუბლიკის" სამთავრობოთაშორისო კომისიის პირველი სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას ქალაქ გაგრასა და  ქალაქ იალტას შორის  „ორმხრივი ურთიერთობების დამყარების" შესახებ.

კომისიის წევრებმაგანიხილეს ყირიმიდან აფხაზეთისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის, სამრეწველო საქონლის, სხვადასხვა დანიშნულების გემების მიწოდების საკითხი, ასევე, იმსჯელეს  აფხაზეთიდან ყირიმისთვის სიმინდის მარცვლის, ხილის, მათ შორის ციტრუსების, მცენარეული ზეთის,  უალკოჰოლო სასმელების, სხვა სასურსათო საქონლისა და   სამშენებლო მასალების მიწოდების შესახებ.

საუბარი გაიმართა , ასევე აფხაზეთის რესპუბლიკის მონაწილეობის თაობაზე  აგრარული ტექნოლოგიის გამოფენაში „ აგროექსპოკრიმ-2019".

ტურიზმის სფეროში მხარეებმა შეათანხმეს საკითხი აფხაზეთის ტურინდისტრიის წარმომადგენლების ფორუმში „ოტკრიტი კრიმ" და ყირიმში დაგეგმილ სრულიად რუსეთის  სამკურნალო-განაჯანსაღებელი ტურიზმის კონგრესში, ასევე,  ყირიმსა და აფხაზეთში გამართულ საგამოფენო ბაზრობებში ორივე მხარის წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ და სხვ. (APSNYPRESS, 15.11.18)

როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი უწყებების საქმიანობა რუსეთის შესაბამისი უწყებების მიერ მკაცრად  კონტროლდება, ამიტომ ამ სფეროში აფხაზეთს კონტაქტების დამყარება მხოლოდ თავის „სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან" შეუძლია.  აღნიშნულ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტაქტი განხორციელდა აფხაზეთისა და რუსეთის ძალოვან სფეროებს  შორის, კერძოდ:

05.10.18- ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. შინაგან საქმეთა  მინისტრის გარი არშბასა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გენერლის ვლადიმირ კოლოკოლცევის ბრძანებით, ე.წ. შინაგან საქმეთა ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორად მილიციის პოლკოვნიკი რუსლან სანგულია დაინიშნა.

01.11.18-რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და  სამხრეთ ოსეთთან სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო სასაზღვრო თანამშრომლობის სამმართველოდ გადაკეთდა.

04.12.18- ქ. გუდაუთაში რუსისამხედრო მოსამსახურეების  60 ოჯახსბინებიგადასცეს.

პირველი აქტივობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების  გაკონტროლებასა და ამ სფეროს კიდევ უფრო გასაძლიერებლად ეკონომიკური მიმართულების სამმართველო  საზღვრის გაკონტროლების სამმართველოდ  გადააკეთა.

მეორე აქტივობა მიუთითებს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვანი უწყებების ე.წ. ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების გარეშე ვერ დაინიშნება, ხოლო მესამე აქტივობა ხაზს უსვამს, რომ რუსი სამხედროები და მათი ოჯახები მყარად მკვიდრდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამას ემატება   გახშირებული სამხედრო წვრთნები, რომელსაც   აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედროები გადიან და ის მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც  მათი იქ ყოფნა უდევს საფუძვლად.

როგორც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება  ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ აფხაზეთის ცნობადობის ხარისხი აამაღლოს  და   „დამოუკიდებლობის" მასშტაბები გააფართოოს. ამ საქმეში ის იმედებს ამყარებას არა მხოლოდ საგარეო  პოლიტიკურ და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებეზე, არამედ  სპორტისა და კულტურის სფეროებზე. ბოლო ხანებში ამ მიმართულებებით მზარდი აქტივობები შეინიშნება. აფხაზი სპორტსმენების გასვლები  არა მხოლოდ რუსეთში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში დაფიქსირდა, არამედ  პოლონეთში, ესპანეთში,  მაროკოში გამართულ სპორტულ  შეჯიბრებებში.

მსგავსი ტენდენციები გამოიკვეთა კულტურის სფეროშიც, სადაც აფხაზეთიდან ახალგაზრდები  მონაწილეობას ღებულობენ რუსეთში გამართულ კონცერტებში, კონკურსებსა  და ფესტივალებში, სადაც მათ საშუალება აქვთ თავიანთი თავი და „ქვეყანა" გააცნონ რუსეთში  უცხო ქვეყნებიდან ჩასულ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ამით ოკუპირებული აფხაზეთის „ცნობადობის ხარისხი" აამაღლონ.

სპორტის მიმართულებით ოკუპირებულმა აფხაზეთმა აქტივობების გეოგრაფია გააფართოვა. გარდა რუსეთისა  ოკუპირებული აფახზეთის წარმოამდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იტალიაში, პოლონეთში, ესპანეთში, მაროკოში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში.

ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ყველაზე მეტი აქტივობა საგარეო-პოლიტიკური, საგარეო-ეკონომიკური და სხვა ღონისძიებების მიმართულებით  დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამასთან, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით-27, საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით-13, სხვადასხვა ღონისძიებების მიმართულებით(ძალოვანი სფერო, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, ჰუმანიტარული დახმარება, სპორტი)-58 აქტივობა. სულ 99 აქტივობა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან- დონეცკთან და ლუგანსკთან დაფიქსირდა 6 აქტივობა, ყირიმთან-4, თვითაღიარებულ დნესტრისპირეთთან-1.

აქტივობები და კონტაქტები დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და  სხვა  ქვეყნებს შორის- სირიასთან-9, გერმანიასთან-2, თურქეთთან-2, ბულგარეთთან-2, იტალიასთან-2, კორეასთან-1, ამერიკასთან-1, ვენესუელასთან-2, პოლონეთთან-2, მაროკოსთან-1,  ესპანეთთან-1, ბელარუსთან-1; სულ  26 აქტივობა.

მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთთის მხრიდან სხვა ქვეყნებსა და რეგიონებთან   აღნიშნულ პერიოდში  დაახლოებით 125-მდე აქტივობა დაფიქსირდა.

ზემოთ აღნიშნული ანალიზის დასტურად წარმოგიდგენთ 2018 წლის ოქტომბერ- დეკემბერში ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების, სხვადასხვა სტრუქტურებისა და უწყებების მიერ ჩატარებული აქტივობების ნუსხას.

2. ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური აქტივობები

01.10.18- რაულ ხაჯიმბა ქ. სოხუმში „აფხაზეთის დამოუკიდებლობის" 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩასულ ბელარუსისა და  რუსეთის კავშირის საპარლამენტო კრების პასუხისმგებელ მდივანს სერგეი სტრელჩენკოს შეხვდა

01.10.18-რაულ ხაჯიმბა ქ. სოხუმში სტუმრად მყოფ დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის" დელეგაციას  შეხვდა

01.10.18-რაულ ხაჯიმბა ქ.სოხუმში სტუმრად მყოფ რუს პოლიტიკურ და  სახელმწიფო მოღვაწეს სერგეი ბაბურინს შეხვდა

01.10.18- რაულ ხაჯიმბამ ქ. სოხუმში „აფხაზეთის დამოუკიდებლობის" 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩასული ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დელეგაციები  მიიღო

01.10.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე აფხაზმა ე.წ.  დეპუტატებმა და რუსმა პარლამენტარებმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი განიხილეს

01.10.18- რაულ ხაჯიმბამ ქ. სოხუმში ჩასული ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაციების წარმომადგენლები  მედლებით „გამარჯვებისათვის" დააჯილდოვა

01.10.18- რაულ ხაჯიმბა ქ. სოხუმში სტუმრად  მყოფ თურქეთის აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

02.10.18-კრემლმა სოხუმისგან ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების" აღიარება  მოითხოვა

04.10.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე  ქ. სოხუმში  ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დიმიტრი მედოევს შეხვდა

04.10.18- ქ. სოხუმში  ე.წ. საპარლამენტთაშორისო გაერთიანება «აფხაზეთის მეგობრების ლიგა" დაფუძნდა, რომელშიც  სირიის, ბულგარეთის და ბელარუსის წარმომადგენლები გაწევრიანდნენ

12.10.18- სირიის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთთან „მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ"  შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

12.10.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჭია  ქ. სოხუმში გამართული „საქმიანი ფორუმის" მონაწილე რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

15.10.18-რაულ ხაჯიმბა ქ. სოჭში გამართული „თანამედროვე ჟურნალისტიკის ფორუმის"  მონაწილეებს შეხვდა

16.10.18- აფხაზმა  ე.წ. პარლამენტარებმა ქ. მოსკოვში  ახალგაზრდა პარლამენტართა პირველ საერთაშორისო    კონგრესში  მიიღეს მონაწილეობა

17.10.18-რაულ ხაჯიმბამ ვლადემირ პუტინს ქერჩში მომხდარი აფეთქების დროს ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

18.10.18- გერმანიაში აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელმა ხიბლა ამიჩბამ   ქ. ბერლინში კონფლიქტების თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

23.10.18-აფხაზურ-აბაზური მსოფლიო კონგრესის დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

24.10.18- ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტმა „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების" 10 წლისთავი აღნიშნა

24.10.18-გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ლადარია და ე.წ. დნესტრისპირეთის  რესპუბლიკაში აფხაზეთის  წარმომადგენელი გარი კუპალბა  მოლდოვაში არ შეუშვეს

24.10.18-რუსეთის  ფედერაციის ნამდვილი მრჩეველი ინალ არძინბა რუსეთის პატრიარქთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისო საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

01.11.18- ქ. სოხუმში    რუსეთის საელჩოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა  თემაზე: „ნაციონალური თემების როლი აფხაზეთის განვითარებაში"

02.11.18-რაულ ხაჯიმბამ ვლადიმირ პუტინს  „სახალხო ერთიანობის" დღე მიულოცა

08.11.18-რუსეთის ფედერაციასა და  ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი  შეთანხმება „განათლებისა და კვალიფიკაციის  ურთიერთაღიარების  შესახებ"  სახელმწიფო დუმაში რატიფიკაცისთვის გაიტანეს

09.11.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატები დონეცკსა და ლუგანსკში გამართულ  „სახალხო საბჭოების" არჩევნებში დამკვირვებლების სახით მონაწილეობდნენ

09.11.18-რაულ ხაჯიმბამ  ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. პარლამენტში რატიფიკაციისთვის  გაიტანა სირიასთან დადებული შეთანხმება  „მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ"

14.11.18-ოკუპირებული  აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის  თავმჯდომარემ ვალერი კვარჭიამ დენის პუშილინსა და ლეონიდე პასეჩნიკს ე.წ.  დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო  რესპუბლიკების"  ხელმძღვანელების პოსტზე არჩევა მიულოცა

15.11.18-რაულ ხაჯიმბამ  ქ. სოხუმში სტუმრად მყოფი   ე.წ. ყირიმის  რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მურადოვი მიიღო.

18.11.18-რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭო  „მომავლის უნივერსიტეტის"  შექმნის ინიციატივით გამოდის

20.11.18-რაულ ხაჯიმბა ქ. სოხუმში სამუშაო  ვიზიტით მყოფ  რუსეთის ფედერაციაში  სირიის არაბთა რესპუბლიკის ელჩს რიად ხადადს შეხვდა.

21.11.18- ოკუპირებულიაფხაზეთის ე,წ, პრემიერ მინისტრმა ვალერი ბგანბამ მონაწილეობა მიიღო ე.წ. დონეცკის  სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის დენის  პუშილინის ინაუგურაციაში.

21.11.18- გერმანიაში  ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ.  სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ხიბლა ამიჩბამ და აფხაზური დიასპორის წარმოამდგენლებმა ვალენტინა მაანმა და რინანა სარია კაპბამ მონაწილეობა მიიღეს ქ. ბერლინში, ენათმცოდნეობის ლაიბნიც-ცენტრში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ დიდი ქალაქები, მცირე ენები"

22.11.18- ოკუპირებულიაფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაურ კოვე ქ. სოხუმში მყოფ  სირიის არაბთა რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

22.11.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  პარლამენტარებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის დუმაში ჩატარებულ  საერთაშორისო კონფერენციაში

24.11.19- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  რუს თანამემამულეთა თემების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ  ოლგა კოლტუკოვა  აირჩიეს

26.11.18-ქ.სოხუმში "საპარლამენტთაშორისო გაერთიანება «აფხაზეთის მეგობრების ლიგის" სხდომა გაიმართა, რომელშიც რუსეთის, სირიის, ბელარუსისა და ბულგარეთის წარმომადგელებმა მიიღეს მონაწილეობა

28.11.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა ქ. სოხუმში სამუშაო ვიზიტით მყოფ  კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

03.12.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული „ახალგაზრდა დიპლომატთა საბჭოს" წევრებმა მონაწილეობა მიიღეს  ქ. სანკტ-პეტერბურგში  გამართულ საერთაშორისო  ახალგაზრდულ ფორუმში

04.12.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  პარლამენტმა აფხაზეთსა და სირიას შორის დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

07.12.18- ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. ხელისუფლებამ სირიიდან 800 დევნილი მიიღო

10.12.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ  საზეიმო ღონისძებებში

18.12.18- ქ. სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ორგანიზებით თანამედროვე მსოფლიოში  საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ  კონფერენცია ჩატარდა

18.12.18-ქ. სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ორგანიზებით თანამედროვე მსოფლიოში  საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ  კონფერენცია ჩატარდა

19.12.18- საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აბხაზიაში" „როსსოტრუდნიჩესტვოს" ხელმძღვანელმა  ვადიმ ჩეხამ პრესკონფერენცია გამართა

21.12.18- რაულ ხაჯიმბა სამუშაო ვიზიტით  ქ. მოსკოვში იმყოფებოდა

24.12.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჭია ქ. მოსკოვში  სერგეი რახმანოვს  შეხვდა

3. ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების  საგარეო-ეკონომიკური აქტივობები

04.10.18-აფხაზურმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „რუსეთის ენერგეტიკული კვირეული-2018"

10.10.18-ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა  დაურ არშბამ მონაწილეობა მიიღო  ქ.მოსკოვში  გამართულ აგროსამრეწველო გამოფენაზე აფხაზეთის პავილიონის გახსნაში

12.10.18- ქ. სოხუმში  აფხაზეთ-რუსეთის IX  „საქმიანი ფორუმი" გაიხსნა

17.10.18-რუსული და აფხაზური მხარეები  2019 წლისთვის  ოკუპირებულიაფხაზეთისთვისმისაწოდებელინავთობპროდუქტებისმოცულობაზე შეთანხმდნენ

18.10.18- "როსსელხოზნადზორმა" ოკუპირებული აფხაზეთიდან ციტრუსის ხელბარგით შეტანაზე შეზღუდვები მოხსნა

19.10.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ  ქ. მოსკოვში ფორუმი „ღია ინოვაციები" დაათვალიერა

05.11.18- ქ. სოხუმში კულტურულ-საქმიან ცენტრ „დომ მოსკვიში" რუსი ექსპერტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა  გაიმართა  თემაზე:"ახალი ბაზრები და ტექნოლოგიები, როგორც შესაძლებლობები სახელმწიფოთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობისათვის"

09.11.18-ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში  იტალიელ მეწარმეთა დელეგაცია მიიღეს

16.11.18-ოკუპირებული აფხაზეთისა და ყირიმის „რესპუბლიკის" ე.წ. სამთავრობოთაშორისო კომისიის წევრებმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

19.11.18- რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაგრის რაიონში მრავალფუნქციური საწარმოო-სავაჭრო კომპლექსი „ ზოდიაქო" გაიხსნა

04.12.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ "როსსტატის" დელეგაცია მიიღო

07.12.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ და რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროში თანაქმედების საკითხები განიხილეს

18.12.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალექსეი დვინიანინმა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას ურჩია მიწის გასხვისების საკითხში  რუსებისთვის გამონაკლისი დაუშვას

20.12.18-რუსი ინვესტორის მიერ შერემონტებული  სოხუმის ჰესი  ექსპლუატაციაში ჩაუშვეს

25.12.18- ქ. მოსკოვში აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის  სამთავრობოთაშორისო  კომისიის  მე-17  სხდომა  გაიმართა.

4.სხვადასხვა ღონისძიებები

ჰუმანიტარული დახმარება

05.10.18-თურქეთის აფხაზურმა დიასპორამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით საზამთრო ტანსაცმლის 1200 კომპლექტი გააგზავნა

ძალოვანი სფერო, სასამართლო

01.11.18-რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და  სამხრეთ ოსეთთან სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო სასაზღვრო თანამშრომლობის სამმართველოდ გარდაიქმნა

02.11.18- ქ. სოხუმში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა და რუსმა პარლამენტარებმა „აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის" თავისუფალი გადაკვეთის საკითხი განიხილეს

03.10.18-ოკუპირებული აფხაზეთის  პოლიგონებზე აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის  სამხედრო მოსამსახურეებს   მასშტაბური სამხედრო  წვრთნები ა ჩაუტარდათ

05.10.18- ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. შინაგან საქმეთა  მინისტრის გარი არშბასა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გენერლის ვლადიმირ კოლოკოლცევის ბრძანებით, შინაგან საქმეთა ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორად მილიციის პოლკოვნიკი რუსლან სანგულია დაინიშნა

05.10.18- რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსი ვლადიმირ ბულავინი  მიიღო

11.10.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. იუსტიციის მინისტრმა მარინა ფიფიამ  მონაწილეობა მიიღო ქ. სოჭში გამართულ იძულებითი აღსრულების ორგანოების მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში

24.10.18-ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის  მოტომსროლელთა ქვედანაყოფის  სამხედრო მოსამსახურეებს  წვრთნები ჩაუტარდათ

26.10.18-რაულ ხაჯიმბამ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოს  ახალი  უფროსი  ალექსეი ტრუბეცკი მიიღო

01.11.18-რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ზაფხულის განმავლობაში   600-ზე მეტი სამხედრო სავარჯიშოები  ჩაატარეს  საბრძოლო სროლებში

07.11.18- მიმდინარე წელს  გადაჭარბებით იქნა შესრულებული აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის  კონტრაქტით მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტების გეგმა

09.11.18- ოკუპირებული აფხაზეთის მთებში რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს ტაქტიკურ- სპეციალური   სწავლებები ჩაუტარდათ

04.12.18- ქ. გუდაუთაში რუსისამხედრო მოსამსახურეების  60 ოჯახსბინებიგადასცეს

17.12.18-აფხაზმა და რუსმა სამხედროებმა პირველი კომპლექსური ტაქტიკური მეცადინეობები ჩაატარეს

21.12.18-ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ  რუსულ  სამხედრო ბაზაში სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი შეიქმნა

21.12.18-ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ  რუსულ  სამხედრო ბაზაში სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი შეიქმნა

21.12.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოს ქვედანაყოფებში სახელმწიფო უსაფრთხოების დღისადმი მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

ტურიზმი

05.10.18-ტურისტულმა მატარებელმა „ზოლოტოი ორიოლმა" (Golden Eagle) ოკუპირებულ  აფხაზეთში უცხოელი ტურისტები ჩაიყვანა

19.11.18-ქ.სოხუმში მეორე ტურისტული ფორუმი«VISIT APSNY» გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სირიისა და ყირიმის „რესპუბლიკის" წარმომადგენლებმა

ჯანდაცვა

27.10.18- ქ. სოხუმში  სამდღიანი სემინარი გაიმართა ინვალიდებისთვის მისაწვდომი გარემოს  შექმნის თემაზე, რომელიც ქ. ეკატერინბურგის  ინვალიდთა საქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სვობოდნოე დვიჟენიეს" თავმჯდომარეს  ექსპერტს ელენა ლეონტიევას  მიჰყავდა.

04.12.18-ქ. მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთში მუდმივად  მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის  რუსეთის სამედიცინო ორგანიზაციებში მკურნალობის გაწევის შესახებ"

04.12.18-რუსეთის ონკოლოგთა XXII კონგრესზე აფხაზი ონკოლოგის სარია ადლეიბას  ნაშრომი  საუკეთესო  ხუთეულში მოხვდა

განათლება

01.11.18- გადაწყდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს რუსული ფინანსური დახმარების ხარჯზე შეუძენენ

04.12.18- ქ. სოხუმის ე.წ. მერი ადგურ ხარაზია აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ორ შტატში უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობას გაეცნო

20.12.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრმა  ადგურ კაკობამ სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის „როსსია მოლოდაიას" კრასნოდარის რეგიონალური განყოფილების საბჭოს თავმჯდომარე, კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივი პალატის წევრი რომან მარჩენკო მიიღო

20.12.18-რუსეთის ფედერაციის საბჭომ  რუსეთსა და აფხაზეთს შორის განათლების შესახებ დოკუმენტების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

მეცნიერება

05.11.18- ქ. სოხუმში შპს „ЛИК груп"-ის ორგანიზებით.რუსმა და აფხაზმა ექსპერტებმა მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

კულტურა

09.10.18-ქ. სოჭში გამართულ ჟურნალისტთა ფორუმზე   აფხაზი  ფოტოგრაფებისნამუშევრები  გამოიფინა

09.10.18-ოკუპირებული  აფხაზეთის  ე.წ.  ხალხური ინსტრუმენტების „ სახელმწიფო" ორკესტრი ქ. მაიკოპში  ადიღური   კულტურის  მე-8  საერთაშორისო  ფესტივალში მონაწილეობდა

16.10.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღეს ქ. მოსკოვში გამართულ სტუდენტურ გაერთიანებათა საერთაშორისო კონგრესში

17.10.18-აფხაზი გოგონა საბრინა პკინი ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქში, ნალჩიკში ჩატარებული „სილამაზის კონკურსის „მის კავკაზას" ფინალში გავიდა

19.10.18- ქ. სოხუმში  ადიღელიმხატვრისნურბი ლოვპაჩესნამუშევრებისგამოფენა  გაიხსნა

25.10.18-ქ. სოხუმის ფაზილ ისკანდერის სახელობის  რუსულმა  დრამთეატრმა ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქში  მაიკოპში გასტროლი გამართა

30.10.18- ქ. სოხუმში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა ქ. მოსკოვში მცხოვრები აფხაზი  საესტრადო მომღერლის ალექსანდრე შოუას  მონაწილეობით

29.10.18-ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკის გაზეთმა „ულტიმას ნოთისიასმა" (Ultimas Noticias)  ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ  სტატია გამოაქვეყნა

29.10.18- „აფხაზურ-აბაზური მსოფლიო კონგრესის" უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ მუსა ეკზეკოვმა 15 ათასი დოლარი გაიღო თურქეთში არსებული აფხაზური კულტურული ცენტრისთვის

02.11.18- ქ.  სოხუმში „როსსოტრუდნიჩესტვოსა" და "რუს თანმემამულეთა კავშირის" ინიციტივით  ხალხთა მეგობრობის ფესტივალი გაიმართა

02.11.18- ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა  საბავშვო ანსამბლმა„Абжьыуаа"-მ  ქ.პიატიგორსკში გამართულ ფესტივალში "Богатство России" მიიღო  მონაწილეობა

05.11.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბავშვთა  ქორეოგრაფიული კოლექტივები  ქ. სოჭის საერთაშორისო კონკურსის „არტ არენას" პრიზიორები გახდნენ

07.11.18- სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში  რუსმა რეჟისორებმა  ტელესერიალი გადაიღეს

09.11.18- ნორჩმა მოდელმა  ოკუპირებული  აფხაზეთიდან  ევა ჯაბელიამ  ქ. მოსკოვში გამართულ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

14.11.18-რუსეთის ფედერაციის ჟურნალისტთა კავშირმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჟურნალისტთა კავშირმა ქ. მოსკოვში შეთანხმება გააფორმეს თანამშრომლობის შესახებ

15.11.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტრომ  შეთანხმება გააფორმა რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროსთან

15.11.18- ქ. გაგრის ე.წ. ადმინისტრაცია და ქ.იალტის ადმინისტრაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

19.11.18- ქ. მოსკოვის  აფხაზური ცეკვების ანსამბლმა „ამცაბზმა " რუსეთის ხალხური ცეკვების ჩემპიონატში   პირველი ადგილი აიღო

23.11.18- ქ. სოხუმში ცნობილი რუსი მსახიობების მონაწილეობით „კინორევიუ" ჩატარდა

27.11.18- ქ. სოხუმში კულტურის ფესტივალი „Свидание с Россией. Свидание с Москвой"  გაიხსნა

28.11.18- ქ. კრასნოდარში  აფხაზური კულტურის ფესტივალი ჩატარდა

30.11.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის  გაფორმებული შეთანხმება დაამტკიცა

09.12.18-რეჟისორ ინალ ნარმანიას ფილმმა „მე მქვია მახაზი" ქ. არხანგელსკში გამართულ კინოფესტივალზე ნომინაციაში- „ საუკეთესო რეჟისორი"- გაიმარჯვა

21.12.18- ქ. სოხუმში არსებულ კულტურულ-საქმიან ცენტრ „დომ მოსკვიში ადგილობრივი რუსი ბავშვებისა  და ხელმოკლე და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის  „საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი" გაიმართა

21.12.18-ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქ. არზამასში აფხაზური კულტურის ფესტივალი „ანაკოფია"გაიმართა

სპორტი

01.10.18-ქ.მოსკოვში "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა" „აფხაზეთის  მეგობრების" გუნდთან  ფეხბურთის მატჩი ჩაატარეს

10.10.18- აფხაზმა სპორტსმენებმა ამინა ანშბამ და სოფია შაფათავამ იტალიის ქალაქ სანტა მარგარიტა დი პულაში გამართულ ტენისის  საერთაშორისო  ტურნირში გაიმარჯვეს

16.10.18-აფხაზმა სპორტსმენებმა პოლონეთში გამართულ თავისუფალი ჭიდაობის  საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

16.10.18- ქ. გაგრაში  გამართულ მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ადგილობრივებთან ერთად  რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოს გუნდიც  მონაწილეობდა

22.10.18- სოხუმელმა კარატისტებმა   ქ. აკაპულკოში (ესპანეთი)  საპრიზო ადგილები აიღეს

23.10.18- ქ. სოხუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც  რუსეთიდან და  სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული ინვალიდ-ამპუტანტთა გუნდები მონაწილეობდნენ.

24.10.18-აფხაზმა სპორტსმენმა ბორის ბაგათელიამ ქ. კასაბლანკაში (მაროკო) სამბოს მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა

24.10.18-ქ. როსტოვში გამართულ ტურნირში აფხაზმა კარატისტებმა ორი ოქროს მედალი აიღეს

02.11.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  ფიზკულტურისა და სპორტის   სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე  ბაგრატ ხუტაბა სამუშაო ვიზიტით სირიაში  ჩავიდა

03.11.18- აფხაზი სპორტსმენები დანილ ხარჩილავა და რიჩი სიჭინავა პოლონეთში გამართული  თავისუფალი ჭიდაობის ტურნირის პრიზიორები გახდნენ

07.11.18- ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრებმა საპრიზო ადგილი აიღო ჩრდილოეთ ოსეთში გამართულ თევზის ჭერის საერთაშორისო ჩემპიონატში

23.11.18- ქ. სოხუმში ცნობილი რუსი მსახიობების მონაწილეობით „კინორევიუ" ჩატარდა

27.11.18-აფხაზი კარატისტები ქ. მოსკოვში, რუსეთის პირველობაზე  გამართულ კარატეს ჩემპიონატში   მონაწილეობდნენ

04.12.18-აფხაზმა მოკრივემ იგორ ადლეიბამ ქ. სოჭში გამართულ  პროფესიული კრივის ტურნირში გაიმარჯვა

10.12.18-ქ. სოჭში გამართული ტაილანდური კრივის ღია ჩემპიონატში აფხაზმა მოკრივეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს

13.12.18- აფხაზმა მოზარდმა დიმიტრი ადლეიბამ იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის ქალაქ ტარკო-სალეში გამართულ კოსიკი-კარატეს  ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა

14.12.18- ქ.მოსკოვში აფხაზმა მოკრივემ ბატალ ჭეჟიამ  ტანზანიელი მეტოქე მადა მაუგო დაამარცხა

17.12.18-აფხაზმა სპორტსმენებმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირში საპრიზო ადგილები  დაიკავეს

21.12.18- აფხაზმა მოკრივეებმა ქ. სოჭის  ღია ჩემპიონატში 15 ოქროს და 7 ვერცხლის მედალი აიღეს.

გამოყენებული წყაროები

1.Apsnypress.info

2. Abkhazia inform

3.sputnik Abkhazia

4.apsny.ru

5. Abaza-TV

6.Apsua.tv.ru

7. Abkhaz-auto.ru

8.Ekhokavkaza.com

9.kavkaz- uzel.eu

10.Aiaaira.com

11. Apsny life.ru

12.Нужная газета

13. Ria.ru

15. kavpolit.ru

16. tass.ru.

17.Ipn.ge

18. Ghn.ge

19. Pia.ge

21.Radiotavisufleba.ge

25.Accent.com.ge

26.  Livepress.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო