აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143

გალი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გალის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს  სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყალის ორივე ნაპირზე.  მანძილი სოხუმიდან გალამდე - 83 კმ.  თბილისიდან გალამდე -  363კმ.

გალის რაიონში ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა.

გალის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში უცხოვრია. ნაპოვნია, აგრეთვე, ნეოლითური ხანის კაჟის იარაღები და ბრინჯაოს ნივთები. გალი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის რუკაზე( 1654 წ.) გოგიელის სახელწოდებით. ამ დროს იგი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. 1906 წელს სამურზაყანოს ცენტრი ოქუმიდან გალში გადაიტანეს. 1921 წელს საქართველოს სსრ-ს ადმინისტრაციულ- ტერიტორიული დაყოფით ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდან - გალის რაიონის ცენტრია.

ქალაქად 1932 წელს გამოცხადდა.

1991 წლიდან გალი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრად დარჩა.

გალის რაიონის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიული ძეგლია მიმოფანტული:

ზიგანეოსი-რომის, ბიზანტიის საეპისკოპოსო კათედრის  ნანგრევები-სოფელი გუდავა (III-IXს.). საეკლესიო კომპლექსი (ფშაური) - მეორე ბედია (XIV).  დედოფლის ეკლესია (მაფაში ოხვამე)  - სოფელი წარჩე (XVს.). წკელკარის ეკლესია-სოფ. რეჩხი (Xს.). სათანჯოს კოშკი (სანტა ანჯელო). იქვე კარსტული მიწისქვეშა გასასვლელი მდ.ენგურზე - სოფ. დიხაზურგა (აფხაზეთში ყველაზე მაღალი კოშკი - (XII-XVს.). სოფ.დიხაზურგას ეკლესია (ადრეული საუკუნეები).

გარდა ამისა, გალის რაიონში მდებარეობს „ჩე ოხვამეს“, „ზენიში ოხვამეს“, „გეანათის“ ეკლესიები, სამეთვალყურეო კოშკები, დიხაგუძუბათა უნიკალური სისტემა - სოფ.ფიჩორი (ადრეული პერიოდი).

გალის რაიონში მოქმედებდა მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები, კერძოდ:

10 ჩაის ფაბრიკა, საკონსერვო და ხე-ტყის დამზადებისა და გადამამუშავებელი კომბინატები, გალის თევზის გადამამუშავებელი საწარმო, ეთერზეთების ქარხანა, ციტრუსების, მეცხოველეობის, ჩიას, ტუნგოს მეურნეობები, ენგურჰესების  კასკადი, რომელიც მოიცავს საბერიოს მიწისქვეშა ელექტროსადგურს, რეჩხის   I ვარდნილჰესსა და II და III ვარდნილჰესებს.

გალისა და გალის რაიონის მოსახლეობის ჯანდაცვას  ემსახურებოდა გალის ცენტრალური რაისაავადმყოფო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილება, სამშობიარო სახლი, რაიონული პოლიკლინიკა, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერი, დერმატოვენეროლოგიური დისპანსერი,  6 უბნის საავადმყოფო, 9 ამბულატორია  და სხვა,

გალის რაიონში ომამდე 51 ქართული, 1 აფხაზური და 6 ქართულ-რუსული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა არსებობდა  და 1 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

1992 წლამდე გალის რაიონში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:

აფხაზი - 0.8%, ქართველი - 93.8%, რუსი-3.1%, სხვა - 2.3%  

ოკუპირებულია