აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143

გუდაუთა  - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე,  მდინარე გუდოუს შესართავთან.  მანძილი თბილისიდან გუდაუთამდე 442 კმ-ია, სოხუმიდან კი - 37 კმ.

გუდაუთაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. 

ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI  საუკუნეში.

XIX  საუკუნის მე-2 ნახევრიდან  დაბა   გუდაუთის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება დაიწყო.  1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის რაიონი   ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში შედიოდა. 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთში გუდაუთა  სამაზრო ცენტრია, ხოლო  1930 წლიდან   ცალკე რაიონად გამოიყო .

ქალაქად  გამოცხადდა 1926 წელს.

1991 წლიდან ქ. გუდაუთა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქია.

გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები:

აბაანთას ციხე (VII ს.), აფხაზეთის ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათაგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მიუსერის ტაძარი (VIII-IX ს.ს.) ლიხნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (  XI ს.),  შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები, სოფელ ანუხვის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის ნაშთები უნიკალური ქართული წარწერებით (XI ). სოფელ ბობმბორაში  მდებარეობს ქართული ქრისტიანული ტაძარი ( VIII-IX ს.ს.),

გუდაუთის რაიონში  მდებარეობს ბიჭვინთა- მიუსერის ნაკრძალის მიუსერის მონაკვეთი, რომლის ფართობი 1,040 ჰექტარია.

რაიონში არსებობდა ავტოსარემონტო ,  ღვინის და საკონსერვო  ქარხნები , ჩაის ფაბრიკა,   საკალმახე, ციტრუსების, სატყეო, მეფუტკრეობის მეურნეობები და სხვა.

გუდაუთის რაიონში  მოქმედებდა 5  სანატორიუმი, 3 ტურისტული ბაზა, 3 დასასვენებელი ბაზა, 3  დასასვენებელი სახლი, 3 პანსიონატი.

გუდაუთასა და გუდაუთის რაიონში 2 ქართული, 19 აფხაზური , 1 რუსული, 7 სომხური, 7 რუსულ-აფხაზური, 2 ქართლ-აფხაზური  სკოლა იყო.

რაიონის  ჯანდაცვას   ემსახურებოდა 1  საავადმყოფო,  რაიონული პოლიკლინიკა, რაიონული სანეპიდსადგური და რაიონული აფთიაქი.

1992 წლამდე გუდაუთის რაიონში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:

აფხაზი-53.1%, ქართველი -13, 4%, რუსი-13, 5%, სომეხი-15, 4%, სხვა 4.6%

ოკუპირებულია