აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კანონი ნორმატიული აქტების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ნორმატიული აქტების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

  1. ეს კანონი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
  2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადებისა და მიღების (გამოცემის) მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები.
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით,  აფხაზეთის კონსტიტუციით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

 

მუხლი 2. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები

  1. სამართლებრივი აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი.
  2. სამართლებრივი აქტის სახეებია: ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.
  3. ნორმატიული აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
  4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.
  5. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით  მიღება  (გამოცემა)  და  ინდივიდუალური  შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).

 

მუხლი 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო (სსმ.25.10.2011,#5)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი  ორგანოს  დადგენილება, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება) მოქმედებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად.

 

მუხლი 4. სახელმწიფო ენის გამოყენება ნორმატიულ აქტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ და აფხაზურ ენებზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც, მაგრამ ასეთ ტექსტს არ აქვს ოფიციალური ძალა.

 

მუხლი 5. ანალოგია ნორმატიულ აქტში

  1. კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
  2.  კანონის  ანალოგიის  გამოყენების  შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემისა და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია).
  3. სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

 

მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში (სსმ.25.10.2011,#5)

ამ კანონში მითითებული ვადების, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი  ვადისა,  ათვლისას  არ  ჩაითვლება  საქართველოს    კანონმდებლობით  დადგენილი უქმე  და  დასვენების  დღეები.  ნორმატიული  აქტის  (ნორმატიული  აქტის  პროექტის) სამართებლივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების  შემთხვევაში ვადების ათვლა იწყება ნორმატიული  აქტის  (ნორმატიული  აქტის  პროექტის)  უფლებამოსილი  ორგანოსთვის გადაცემიდან ან სამართებლივი დასკვნის გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

 

მუხლი 7. ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები იყოფა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების სახეებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.

  1. ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
  2.  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  საკანონმდებლო  აქტებს  აქვს  უპირატესი

იურიდიული  ძალა  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტების მიმართ.

  1.  თანაბარი  იურიდიული  ძალის  მქონე  ნორმატიულ  აქტებს  შორის  წინააღმდეგობის

შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

  1. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება  (გამოცემა)  შეიძლება  მიმღები  (გამომცემი)  ორგანოს  (თანამდებობის  პირის)  მიერ  მისი

კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ  ეს  პირდაპირ  არის  გათვალისწინებული  საკანონმდებლო  აქტით.  კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა

(თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.

  1. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალიწინებით:

ა)  საქართველოს  ნორმატიულ  აქტებს  აქვს  უპირატესი  იურიდიული  ძალა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ;

ბ)  საქართველოს  პრეზიდენტის  ნორმატიულ  აქტს  აქვს  უპირატესი  იურიდიული  ძალა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.

 

თავი II

ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები

 

მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:

ა)  საკითხები,   რომელთა  გადაწყვეტაც  აფხაზეთის  ავტონომიური   რესპუბლიკის კონსტიტუციის   თანახმად   აფხაზეთის   ავტონომიური   რესპუბლიკის  კანონით  არის გათვალისწინებული;

ბ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების შექმნის წესი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღების და ამოქმედების წესი.

 

მუხლი 9. ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება

საქართველოს  ნორმატიული   აქტებით,  აფხაზეთის   ავტონომიური  რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული

აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) შეიძლება მიიღონ   (გამოსცენ) ერთობლივი ნორმატიული აქტი.

 

მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები (სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)

  1. საქართველოს  კონსტიტუცია   აფხაზეთის   ავტონომიური   რესპუბლიკის  უზენაესი

კანონია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს.

  1. აფხაზეთის ავტონომიური    რესპუბლიკის    კონსტიტუციური    კანონი    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვისას.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
  3. აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
  4. აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის   უმაღლესი   საბჭოს   მიერ   მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ  ხელი  არ  მოაწერა  და  არ  გამოაქვეყნა  კანონი  და  არც  უმაღლეს  საბჭოს  არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
  5. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის

მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

  1. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური  კანონის   პროექტი   მიღებულად   ჩაითვლება,  თუ   მას  მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
  2. თუ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ  ხელი  არ  მოაწერა  და  არ  გამოაქვეყნა  კანონი,  ან  ამ  მუხლის  მე-5  და  მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს

და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

  1. აფხაზეთის  ავტონომიური   რესპუბლიკის   უმაღლესი   საბჭოს   დადგენილება   არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი არის კანონის

ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  წევრთა  სრული  შემადგენლობის  ერთი მესამედისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  დადგენილება მიიღება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის   მინისტრის   ბრძანებაში   მითითებული   უნდა   იყოს რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს სტუქტურულ ერთეულებსა და

მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება.

 

თავი III

ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა

 

მუხლი 13.  ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

  1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული  აქტის  მიღების  (გამოცემის)  უფლებამოსილების  მქონე  ორგანო  (თანამდებობის პირი). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისია. (სსმ.25.10.2011,#5)
  2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს).

 

მუხლი 14.  ნორმატიული აქტის სტრუქტურა

  1.  ნორმატიული  აქტი  შეიცავს  ძირითად  ნაწილსა  და  დასკვნით  დებულებებს,  ხოლო

საჭიროების შემთხვევაში - აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.

  1. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად; თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი.
  2. ნორმატიულ აქტში ზოგადი ნორმები უნდა უსწრებდეს სპეციალურ ნორმებს.
  3. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული

ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.

  1.  ნორმატიული  აქტის   დასკვნითი   დებულებები   შეიცავს   იმ   ნორმატიული   აქტების

 

ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავს ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროს და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).

  1. გადასახადის, მოსაკრებლის განაკვეთები და ოდენობები, აგრეთვე ნუსხები, უჯრები, სქემები,  ფორმულები  და  ა.შ.  ნორმატიული  აქტის  ტექსტში  გამოიყენება  შესაბამისი  ნორმის შემდეგ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია _ დაერთვის ნორმატიულ აქტს დანართის სახით. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.
  2. ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად, ხოლო პუნქტი _ ქვეპუნქტებად; საჭიროების შემთხვევაში ქვეპუნქტი შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ქვეპუნქტად. მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება დაჯგუფდეს თავებად. თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი და ქვეპუნქტი უსათაუროა.
  3. თავების, მუხლების და პუნქტების ნუმერაცია, ასევე ქვეპუნქტების ანბანური თანმიმდევრობა უწყვეტია. თავების ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები, ხოლო მუხლების და პუნქტების ნუმერაციისას _ არაბული ციფრები. ქვეპუნქტების თანმიმდევრობა ქართული ანბანის ასოებით აღინიშნება.
  4. ნორმატიულ აქტში სხვა ნორმატიული აქტის მითითებისას უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია _ წინადადებაც. ნორმატიულ აქტში იმავე ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითებისას უნდა დასახელდეს მხოლოდ მუხლი, პუნქტი და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია _ წინადადებაც.
  5. ნორმატიულ აქტში თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანმიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული კარის, თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება  იმ  ნორმატიული  აქტის  მიღების  (გამოცემის)  თარიღი  და  მიმღები  (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც თავი, მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა ან/და ძალადაკარგულად გამოცხადდა.
  6. ნორმატიულ აქტში თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის, ასევე ანბანური თანმიმდევრობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა თავის, მუხლის, პუნქტის ნომერი ან ქვეპუნქტის აღმნიშვნელი ასო დამატებითი ციფრით (პრიმ თავი, მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი).
  7. ნორმატიულ აქტში განისაზღვრება:

ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემთხვევაში;

ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.

 

მუხლი 15. ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები

  1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:

ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;

ა. ბ)კანონპროექტის მიზანი;

ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

ბ)  კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

ბ.ა)  კანონპროექტის  მიღებასთან  დაკავშირებით  აუცილებელი  ხარჯების  დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის

ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);

გ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: გ.ა)         კანონპროექტის    შემუშავებაში    მონაწილე    სახელმწიფო,    არასახელმწიფო    ან/და

საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)   ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ.გ)    ამოღებულია    (სსმ.    08.08.2014  წლის    #210-ს   კანონი,    ვებგვერდი,    08.08.2014,

010240010.30.060.016025)

გ.დ)    ამოღებულია    (სსმ.    08.08.2014   წლის    #210-ს   კანონი,    ვებგვერდი,    08.08.2014,

010240010.30.060.016025)

დ) კანონპროექტის ავტორი;(სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014,

010240010.30.060.016025)

ე)   კანონპროექტის   ინიციატორი.   (სსმ.   08.08.2014   წლის   #210-ს   კანონი,   ვებგვერდი,

08.08.2014, 010240010.30.060.016025)

  1. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:

ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც

გამოიწვევს კანონპროექტის მიღება ან რომლითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა; (სსმ.25.10.2011,#5)

ა1)   იმ    მუხლის    (მუხლების)   მოქმედი    სრული    რედაქცია,    რომელშიც   (რომლებშიც)

წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება; (სსმ.

08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომისიის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
  2.  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის  საკანონმდებლო  ინიციატივით

წარდგენილ   კანონპროექტს   უნდა   დაერთოს   მთავრობის   სხდომის   ოქმის   ასლი,   რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

  1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო- ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;

ბ)   პროექტი   სხვა   ნორმატიულ   აქტში   იმ   ცვლილების   შეტანის   შესახებ,   რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა);(სსმ.25.10.2011,#5)

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ.

 

მუხლი 16. ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

  1. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის სათაური;

გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, - მისი შეტანის თარიღიც);(სსმ.25.10.2011,#5)

დ)  ნორმატიული  აქტის  ძალაში  შესვლის  თარიღი  და  აქტის  მოქმედების  ვადა  (თუ  იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

ვ)  ნორმატიული  აქტის   მიმღები   (გამომცემი)   ორგანოს   (თანამდებობის  პირის)  მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.

 

მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა (სსმ.25.10.2011,#5)

  1.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ნორმატიული  აქტის  პროექტი  (გარდა უმაღლესი  საბჭოს  ნორმატიული  აქტების  პროექტებისა)  სამართლებრივი  დასკვნისათვის გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს. (სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)
  2. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
  3. აფხაზეთის ავტონომიური    რესპუბლიკის    კანონქვემდებარე    ნორმატიული    აქტის

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ.

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია

მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა.

  1. აფხაზეთის ავტონომიური    რესპუბლიკის    იუსტიციის    დეპარტამენტი    აფხაზეთის

ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული  აქტების  პროექტებისა)  დასკვნას  საქართველოსა  და  აფხაზეთის კანონმდებლობასთან   მისი   შესაბამისობის   თაობაზე   იძლევა   ნორმატიული   აქტის   პროექტის მისთვის  გადაცემიდან  10  დღის  ვადაში.  (სსმ.  08.08.2014  წლის  #210-ს  კანონი,  ვებგვერდი,

08.08.2014, 010240010.30.060.016025)

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელახალ დასკვნას.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი

დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

  1. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტის გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება.(სსმ.25.10.2011,#5)

 

მუხლი 18. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი (სსმ.25.10.2011,#5)

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
  2. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი

თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.

  1. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.(სსმ.25.10.2011,#5)
  2. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. (სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)
  3. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.(სსმ.25.10.2011,#5)
  4. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდი  და ნორმატიული  აქტის  გამოქვეყნების  თარიღი  და  სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი. (სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)
  5. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან

დამატების  შემთხვევაში  ნორმატიული  აქტის  პროექტი  უნდა  შეიცავდეს  შესაბამისი  პუნქტის (ნაწილის),   ქვეპუნქტის   სრულ   რედაქციას   სათანადო   ცვლილების   გათვალისწინებით.   (სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)

თავი IV

ნორმატიული აქტის მოქმედება

 

მუხლი 19. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

  1. ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.
  2. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე _ ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს,  24 საათზე.
  3. თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან განსაზღვრული დროის შემდეგ, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე.
  4. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული  დღის დადგომისა  ან  სხვა  ნორმატიული  აქტის მიღების  ან  გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას.
  5.  ნორმატიული  აქტით  შეიძლება  დადგინდეს  ამ  აქტის  ცალკეული  თავის  ან  მუხლის

(პუნქტის, ქვეპუნქტის) ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.

  1. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ აფხაზეთის კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
  2. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად  ჩაითვლება,    თუ  ნორმატიული    აქტის    მიმღები   (გამომცემი)   ორგანო (თანამდებობის  პირი)  ასეთი  ნორმატილი  აქტის  მიღებისთვის  (გამოცემისთვის)  დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.
  3. ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე.
  4. ნორმატიული  აქტის  ან   მისი   ნაწილის   მოქმედება   შეიძლება   შეჩერდეს   მიმღები

(გამომცემი)  ორგანოს  (თანამდებობის  პირის)  და  ზემდგომი  ორგანოს  მიერ,  აგრეთვე  კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

  1. საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
  2. დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 20. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი

  1. თუ  „ნორმატიული  აქტების   შესახებ"   საქართველოს   კანონით   სხვა   რამ   არ   არის დადგენილი,  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ნორმატიული  აქტები  ძალაში  შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  საკანონმდებლო   აქტი  ძალაში  შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

 

მუხლი 21. ნორმატიული აქტის უკუძალა

  1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ  არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
  2. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

მუხლი 22.  ნორმატიული აქტის გაუქმება (სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი,

08.08.2014, 010240010.30.060.016025)

  1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ:

ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული);

ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს;

გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

  1. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.
  2. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ

ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

  1. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.
  2. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.
  3. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი  საზოგადოებრივი  ურთიერთობის    მომწესრიგებელი    ყველა    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი.
  4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობა  უფლებამოსილია  გააუქმოს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების   დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. (სსმ.

08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)

  1. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების თანახმად განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია  ამ კანონის  მოთხოვნათა დარღვევით,  ან  დარღვეულია შესაბამისი  ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.
  2.  თუ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  იუსტიციის  დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.(სსმ.25.10.2011,#5)
  3. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები, მათი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

თავი V

ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

მუხლი 23. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება

  1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის პირველად გამოქვეყნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" (შემდგომში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე") ვებგვერდზე. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს, აგრეთვე, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.
  2. ნორმატიული აქტები   ელექტრონული  ფორმით   ქვეყნდება  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.
  3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ ,,სახელმწიფო საიდუმლოების

შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 231. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი

(სსმ. 08.08.2014 წლის #210-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014, 010240010.30.060.016025)

  1. აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
  2.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უფლებამოსილი პირის განკარგულებით ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს

მიერ  მიღებული  ნორმატიული  აქტისა),  ,,საქართველოს  საკანონმდებლო  მაცნეს"  წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით.

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა)   ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" უნდა გადაეცეს

და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
  2. ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), თან უნდა ახლდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.

 

მუხლი 232. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი

 

  1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ:

ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), თან არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გასცა   დადებითი   დასკვნა;   (სსმ.   08.08.2014   წლის   #210-ს   კანონი,   ვებგვერდი,   08.08.2014, 010240010.30.060.016025)

ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 231  მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

  1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

თავი VI

ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

 

მუხლი 24. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

ნორმატიული აქტების  სახელმწიფო  აღრიცხვა  და   სისტემატიზაცია   ხორციელდება ,,ნორმატიული   აქტების   შესახებ"   საქართველოს   კანონის   VI   თავით   განსაზღვრული   წესის შესაბამისად.

 

თავიVII

გარდამავალი დებულებანი

 

მუხლი 25. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები

  1.  2005  წლის  1  იანვრამდე  მიღებულ  (გამოცემულ)  კანონქვემდებარე  ნორმატიულ  აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა),  რომელიც   არ  არის  რეგისტრირებული  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.
  2. 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.

 

მუხლი 26.  ამოღებულია (სსმ. 25.10.2011,#5)

 

მუხლი 261. მონაცემები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტის შესახებ (სსმ. 25.10.2011,#5)

2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, აქტის გამოქვეყნების თარიღი, აგრეთვე, მუხლი და გვერდი მისი არსებობის შემთხვევაში.

 

თავი VIII

დასკვნითი დებულებები

მუხლი 27. კანონის ამოქმედება

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 23-ე_24-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
  2. ამ კანონის 23-ე_24-ე მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
  3. ძალადაკარგულად  იქნეს   ცნობილი  ,,ნორმატიული  აქტების   შესახებ"  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე №1 29.06.2004).

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე

გიორგი ბარამია

2 ნოემბერი, 2010 წელი, ქ.თბილისი