აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფახაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახსნეს.
 
სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია საქართველოში რუმინეთის საელჩოს ინიციატივით, რუმინეთის განვითარების ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.
 
დარბაზის გახსნას ესწრებოდნენ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
 
მინისტრ ეკა ხოფერიას თქმით, საბოლოოდ, სკოლის შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, შენობის კედლის მოზაიკისა და საცურაო აუზის აღდგენაა დაგეგმილი.