აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, ქალბატონ მარიამ არაბულს დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ და ქალბატონ მარიამ არაბულს დედის დღე მივულოცეთ.
მრავალშვილიანი დედები ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. იყო 9 შვილის მშობელი დიდი გმირობის ტოლფასია. მინდა ქალბატონ მარიამს სიკეთე, ჯანმრთელობა და შვილების კეთილდღეობა, ხოლო მის შვილებს ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ვუსურვო.
დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებით იმ გმირების დედებს, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობას შესწირეს სიცოცხლე.
დღევანდელი დღე ასევე, მინდა მივულოცო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ დედებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა, შვილების ბედნიერება და ერთიან საქართველოში ცხოვრება.მჯერა, რომ თქვენი აღზრდილი შვილები განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ჩვენი სამშობლოს განვითარებისა და გაძლიერების საქმეში." - დავით ფაცაცია