აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამტრედიაში აფხაზეთიდან დევნილ 73 ოჯახს რეაბილიტირებული ბინა გადაეცა

სამტრედიაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, აფხაზეთიდან დევნილ 73 ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ რეაბილიტირებული ბინის გასაღები გადასცა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

რეაბილიტირებულ კორპუსში იმ დევნილებმა მიიღეს საცხოვრებელი ფართები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში და ქ.თბილისში ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ბინები სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ მიიღეს.

რეაბილიტაციის შემდგომ შენობის მდგომარეობა მისაღებია, თუმცა მცირე ხარვეზებზე დაგეგმარების კუთხით, დავით დარახველიძემ შენიშვნები გამოთქვა და სამშენებლო კომპანიებს მომავალში განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მშენებლობის ხარისხზე მოსთხოვა.

ვახატანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილებს მათ წინაშე არსებული სხვა პრობლემების შესახებ ესაუბრა და მათი მოგვარების პროცესში, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად ჩართვას შეპირდა.