აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაისთან ერთად, სოფელ რუხში ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, ფახულანში, ჭალესა და რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების ჩართულობით მოეწყო სასათბურე მეურნეობები, სადაც ადგილობრივი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების მოწყობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.