აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
დავით ფაცაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანების „ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ პრეზიდენტს ნიკოლოზ ქარჩავას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანების „ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ პრეზიდენტს ნიკოლოზ ქარჩავას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და შეთანხმდნენ, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ბანაკების, აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისა და მათი შვილების, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარეების ხელშეწყობით, შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

„თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ჩვენი გმირების, ვეტერანების მხარდაჭერა, რაშიც ქართული დიასპორების, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ნიკოლოზ ქარჩავას აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერის საქმეში თანადგომისთვის.“ - დავით ფაცაცია