ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ქალაქ გუანჯოუს მთავრობის წევრებს და მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.
შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს ”ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ჩინური მხარის მიერ საქართველოში ვიზიტის და ვითარების ადგილზე გაცნობის სურვილი გამოითქვა.
მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე გუანჯოუს რამდენიმე ყველაზე მძლავრი მსუბუქი მრეწველობის საწარმო დაათვალიერეს.