აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით ქ. ბათუმში პროექტი - „ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის“ მიმდინარეობს.
პროექტი მოიცავს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მოლაპარაკებების ხელოვნება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ევროპული პერსპექტივის კონტექსტში და მასმედიის გავლენა კონფლიქტების დარეგულირებაზე. ასევე, ღონისძიებით დაგეგმილი სემინარები მონაწილეებს მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას პროექტების წერის, PR დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით.
პროექტის გახსნით ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.