ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის რეგიონალურმა ოლიმპიურმა ორგანიზაციამ, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ღონისძიებები გამართა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული ახალგაზრდები მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მასში აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.