2024-11-21 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“ საღამო გაიმართა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“ საღამო გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია მეუღლესთან ერთად, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ: გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი, სოლისტები: კრისტინა ფანელი, ბენედეტა მაცუკატო, გეორგ პოპლუტცი, ფელიქს შვანდტკე, სერჯო აცოლინი, სტეფან ნოდილო, გაბრიელ გრამესკი, ანა ქურდოვანიძე, დიეგო კანტალუპი.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ქართველ შემსრულებლებთან და გუნდებთან, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ფესტივალში ყოველწლიურად მონაწილეობს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან ასევე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, თბილისის მერია, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიისა და გერმანიის საელჩოები.