ლევან მგალობლიშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე, სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
 
ყურადღება გამახვილდა განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვებზე, რაც აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.