აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას ესტუმრა, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს წახალისების მიზნით სიმბოლური საჩუქრები პირადად გადასცა.

აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანი კობა გეგია ხელმძღვანელობს. აკადემიაში უსასყიდლოდ ვარჯიშობენ აფხაზეთიდან დევნილი 5-დან 19 წლამდე ახალგაზრდები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების შვილები და შვილიშვილები.

„ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ პირველ რიგში ხართ თქვენი ოჯახისა და ჩვენი სამშობლოს სახე, ყოველთვის უნდა ეცადოთ იყოთ წარმატებულები ცოდნით, ბრძოლით და ღირსებით. რათქმაუნდა ცხოვრების წარმატებისთვის სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, როცა თქვენ ერთსაც და მეორესაც მოახერხებთ ყველაფერი გამოგივათ.

არ დაიღალოთ იბრძოლეთ, ჩვენი ქვეყნის და საკუთარი მომავლისთვის და ყოველთვის გამარჯვებულები იქნებით, ხოლო ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში თქვენ გვერდით ვიქნებით, რადგან თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებაა.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.