ლევან მგალობლიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

„ქრისტესშობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენ მოსახლეობას. უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ მეუფე შიოსთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

საშობაო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.