დავით მორგოშია სამუშაო ჯგუფის ფორმატში, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშა ორთაჭალაში, ინციდენტის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს შეხვდა, რომლებიც დროებით სასტუმრო „Green inn“-ში არიან დაბინავებული. 
 
მინისტრმა დევნილებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის მდგრადობის დადგენის შემდეგ, ისინი უმოკლეს ვადებში, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან თავიანთ ბინებს.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე და მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.