2025-01-30 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
დავით მორგოშიამ კიკბოქსინგის წარმატებულ მებრძოლს გიორგი მალანიას WU LIN FENG-ის ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია სამინისტროში კიკბოქსინგის წარმატებულ მებრძოლს გიორგი მალანიას შეხვდა. მინისტრმა ჩემპიონს WU LIN FENG-ის ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცა, სიმბოლური საჩუქარი გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
გიორგი მალანიამ "Kung Fu Festival 2025" -ზე, WU LIN FENG-ის ჩემპიონატის ორი ფინალური ბრძოლა მოიგო და კიკბოქსინგის ჩემპიონის ტიტული და ქამარი მოიპოვა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს თანამშრომელი გიორგი ბერიანიძე და სპორტსმენის მწვრთნელი მამუკა შონია ესწრებოდნენ.
გიორგი მალანია წარმოშობით დროებით ოკუპირებული გალიდან არის და 15 წელია, კიკბოქსინგის ფედერაციის წევრია. მას მოპოვებული აქვს პირველი ადგილები ესტონეთის კიკბოქსინგის ჩემპიონატზე და იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე 16-17 წლის კატეგორიაში, არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.